ლევან იოსელიანი – სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა შეთანხმების ის ნაწილი, სადაც ეწერა, რომ უნდა დავიწყოთ ფუნდამენტური რეფორმა სასამართლოს მიმართულებით

ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა შეთანხმების ის ნაწილი, სადაც ეწერა, რომ უნდა დავიწყოთ ფუნდამენტური რეფორმა სასამართლოს მიმართულებით, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, იგი ექვსი მოსამართლის გამწესებას უზენაეს სასმართლოში. ესწრებოდა  და ყველაფერი გაააკეთა, რათა, ეს ადამიანები ვერ მოხვედრილიყვნენ უზენაეს სასამართლოში. მეორე მხრივ, კი დაენახვებინა საზოგადოებისთვის, ვის გამწესებას ცდილობდა „ქართული ოცნება“.

„ამ მიმართულებით პრაქტიკულად ნაბიჯი არ გადაგვიდგამს და ისე მოხდა . მაშინვე ვაფრთხილებდით, რომ ამას მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ზუსტად ასეც მოხდა. ეს რაში შეიძლება გადაიზარდოს, ვერ გეტყვით, სანქციები იქნება თუ რა, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ძალიან მკაცრი ტონით ელაპარაკება უკვე „ქართულ ოცნებას“, განსაკუთრებით სასამართლოსთან მიმართებით.

ფაქტია, რომ ასეთი განცხდება უხერხულობას ქმნის, როდესაც სტრატეგიული პარტნიორია და როდესაც შეთანხმება არსებობს, ასეთი განცხადება უხერხულობას ქმნის. ამას რა კონკრეტული შედეგი შეიძლება მოჰყვეს, ამაზე პასუხს ვერ გაქცემთ. ერთადერთი ევროკავშირის ნაწილში საუბარია, რომ შეიძლება ეს ფინანსურ ტრანშზე აისახოს, რომელიც საქართველომ უნდა მიიღოს, რაც ნამდვილად არ მახარებს, განსხვავებით ბევრი სხვა პარტიისგან, რადგან ამით პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეები დაზარალდებიან და დაზარალდება ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ლევან ოსელიანმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი  მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერება გამჭვირვალე მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე.