მთავრობის პრესსამსახური – ცალკეული პირების გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში ჩაიშალა, წარმოადგენს სიცრუეს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას

აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა, ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში ჩაიშალა, წარმოადგენს სიცრუეს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური წინასწარ ავრცელებს და სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში ჩაიშალა.

„გვსურს განვმარტოთ, რომ აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა. ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. პრემიერ-მინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური წინასწარ ავრცელებს. ამ შემთხვევაში კი, მსგავსი რამ არ ყოფილა, შესაბამისად, სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში, ჩაიშალა“, – აღნიშნავენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.