საქართველოში ტემპერატურა 41 გრადუსს მიაღწევს

საქართველოში ტემპერატურა 41 გრადუსს მიაღწევს – უახლოესი 3 დღის განმავლობაში ცხელი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს და 41 გრადუსს მიაღწევს. 19-21 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში  ტემპერატურა 41 გრადუსს მიაღწევს.

ცხელი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოშიც – დღეს და ხვალ აქაც 40 გრადუსი სიცხე და უნალექო ამინდი იქნება. 21-22 ივლისს კი ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

რაც შეეხება თბილისს დღეს, ტემპერატურა 39 გრადუსს მიაღწევს ხვალ კი 40 გრადუსი იქნება.