უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ბათუმში ჩაფრინდა [ფოტო,

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ბათუმში ჩაფრინდა.

ზელენსკის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ .

უკრაინის პრეზიდენტი დღეს ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას გახსნის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.