ვამბობდით, რომ რადიკალურ ოპოზიციას მოუწევდა ამ შეთანხმების ხელმოწერა – დღეს ძალიან მკაცრია მათ მიმართ გზავნილი – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწევს შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

მისივე თქმით, არათანმიმდევრულობა “ნაციონალური მოძრაობის” სისუსტის გამოვლინებაა.

“შარლ მიშელი ჩამოსულია ძალიან მკაცრი გზავნილებით რადიკალური ოპოზიციის მიმართ, რაც საჯაროდაც გახდა ცნობილივამბობდით, რომ რადიკალურ ოპოზიციას მოუწევდა ამ შეთანხმების ხელმოწერა და დღეს ეს უკვე თვალსაჩინოა – ძალიან მკაცრია მათ მიმართ გზავნილი. მათ მოუწევთ გადათქვან ის, რასაც ამბობდნენ თვეების განმავლობაშია. რა თქმა უნდა, მათი არათანამიმდევრულობა არის მათი სისუსტის ნიშანი და გამოვლინება,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით,  ყველა პარტნიორს მიაწვდიან დამატებით ინფორმაციას.

„რაც წერია დოკუმენტის ტექსტში, ის შეთანხმდა ზეპირადაც და ყველაფერი არის ძალიან მკაფიოდ გაწერილი შარლ მიშელის დოკუმენტში, აქედან გამომდინარე “ქართული ოცნება” ასრულებდა თითოეულ პუნქტს, როდესაც იღებდა გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით.

ყველაფერი დღესავით ნათელია: ჩვენ გვქონდა ზეპირი მოლაპარაკებები, ეს ყველაფერი აისახა კონკრეტულ ტექსტში და ჩვენ მივყვებით ამ ტექსტს, როდესაც ვასრულებთ მიშელის დოკუმენტს. “-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.