ირაკლი ღარიბაშვილი: გვინდა, რომ ყველა იყოს ბედნიერი და გახარებული – მარტივი თხოვნა გვაქვს – გთხოვთ, აიცერით

დღევანდელი 2 616 შემთხვევა საგანგაშოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გვაქვს ძალიან ცუდი ტენდენცია, ერთი მხრივ, გვინდა ეკონომიკა, პროგრესი და მოქალაქეების კეთილდღეობა შევინარჩუნოთ, გვინდა, რომ ყველა იყოს ბედნიერი და გახარებული, მაგრამ, მეორე მხრივ, ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს – გთხოვთ, აიცერით. თუ მთავრობას ჩვენი მოქალაქეები გვერდით არ დაუდგებიან, ჩვენ მარტო ვერაფერს გავწვდებით. რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ, ვაქცინები იმაზე მეტი გვაქვს, რაც საჭიროა. კიდევ შემოვა“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი,ხოლო 880 ადამიანი გამოჯანმრთელდა