ნათია თურნავა: წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ეს თავიდან იყო ნავარაუდევი – 3.5%-იანი პროგნოზი 7.7%-მდე გაიზარდა

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მორიგი შეფასება გააკეთა, რომლის მიხედვით დადასტურდა ჩვენი მოლოდინი და პროგნოზიც, რომ წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ეს თავიდან იყო ნავარაუდევი – 3.5%-იანი პროგნოზი 7.7%-მდე გაიზარდა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სავალუტო ფონდის მისიაზე საუბრისას, რომელიც გუშინ დასრულდა.

ნათია თურნავას თქმით, ეს არის საბაზისო სცენარი, თუმცა, შესაძლებელია წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდეს, თუ ამაში მთავრობას ხელი პანდემიამ არ შეუშალა.

„სახეზეა გარკვეული პოზიტიური ტენდენციებია, მათ შორის ახლა გამოქვეყნდა ივნისის თვის საგარეო ვაჭრობის მორიგი სტატისტიკა, რომლის მიხედვით ექსპორტი გაზრდილია 30%-ით, ადგილობრივი ექსპორტი – 40 %-ით. ზრდა არის არამარტო 2020, არამედ 2019 წელთან შედარებით. ასევე უმჯობესდება ეროვნული ვალუტის მდგომარეობა, ხდება ლარის გამყარება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია განმტკიცდეს, ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს, ეს არის პანდემია“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

თურნავამ ისაუბრა იმ მთავარ ფაქტორებზე, რომლებმაც ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მკვეთრი გაუმჯობესება და ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა გამოიწვია: მიმდინარე რეფორმები, რომლებიც პანდემიის დროსაც არ შეჩერებულა; პროგრამები, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“ და პოლიტიკური სტაბილურობა.

„პანდემიის მიუხედავად, ჩვენ რეფორმები მიმდინარეობის პროცესი არ შეგვიჩერებია – ხორციელდება სტრუქტურული, დარგობრივი რეფორმები. მეორე ფაქტორი – ეს არის პროგრამები, მათ შორის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც პანდემიის დროს გაიზარდა, გაფართოვდა და რეალურ ბერკეტად იქცა ბიზნესების ჯერ გადარჩენის, როდესაც პანდემიის და ეკონომიკის დახურვის გამო ბევრი ბიზნესი გაკოტრების აღმოჩნდა, ახლა კი კვლავ ამოქმედებისა და განვითარებისთვის. მესამე ფაქტორი კი პოლიტიკური სტაბილურობაა, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password