ამირან გამყრელიძე – 5 ივლისამდე, ორჯერადად აცრილებში გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ გვქონდა – არაფერი დასამალი არ არის, მიმდინარეობს კვლევა 2 შემთხვევაზე

ორჯერადად აცრილებში ივლისის 5-მდე გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ გვქონდა. არაფერი დასამალი არ არის, მიმდინარეობს კვლევა 2 შემთხვევაზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ერთჯერადად აცრილებში გვაქვს 0.8% ინფიცირების შემთხვევა. გიდასტურებთ, რომ ერთჯერადად აცრილებში კოვიდით გარდაცვალების დღემდე 12 შემთხვევა გვაქვს, ხოლო არც ერთი შემთხვევა არ გვქონდა გარდაცვალება ორჯერადად აცრილებში ივლისის 5-მდე. გიდასტურებთ, რომ ორჯერადად აცრილ 2 ადამიანზე კვლევა მიმდინარეობს. კრიტერიუმებია, მაგალითად იყო, თუ არა აცრიდან 14 დღე გასული, არაფერი დასამალი არ არის, მიმდინარეობს კვლევა 2 შემთხვევაზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.