ხშირად მეკითხებიან, თუ როდის დასრულდება პანდემია, პასუხი მარტივია -ეს თქვენზეა დამოკიდებული. ეს ადამიანებისა და მთავრობების ხელშია – ჰანს კლუგე

„მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული დადგა, პანდემია შორსაა დასრულებიდან. პანდემიურმა დაღლილობამ გავლენა მოახდინა ჩვენს კოლექტიურ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ბუნებრივია, რომ ასეთი რთული პერიოდის შემდეგ ყველას დასვენება გვსურს. თუმცა, გასულ ზაფხულს იგივე სიტუაციაში ვიყავით, როდესაც მთელს რეგიონში შეზღუდვები ნაადრევად შემსუბუქდა”, – ამის შესახებ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა ჰანს კლუგემ აღნიშნა.

მისივე თქმით, „დელტა“ ვარიანტი იწვევს შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის ზრდას.

„პანდემია არ დასრულებულა, მათ შორის, არც იმ ქვეყნებში, რომლებმაც ვაქცინაციის მაღალ დონეს მიაღწიეს. რეგიონში ვაქცინების გადანაწილებაში უთანასწორობა რჩება ჩვენს უდიდეს გამოწვევად.

უფრო გადამდები „დელტა“ ვარიანტი იწვევს შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის ზრდას. შესაბამისად, აუცილებელია ჩვენს ხელთ არსებული საშუალებების გამოყენება, რათა თავიდან იქნას აცილებული ვირუსის გავცრცელება და ვიხსნათ ადამიანების სიცოცხლე, მოვახდინოთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომების მორგება ადგილობრივი კონტექსტისთვის და სამართლიანი და სწრაფი ვაქცინაციის უზრუნველყოფა.

ხშირად მეკითხებიან, თუ როდის დასრულდება პანდემია. პასუხი მარტივია – ეს თქვენზეა დამოკიდებული. ეს ადამიანებისა და მთავრობების ხელშია. ჩვენ ვიცით რა არის ეფექტური პანდემიის წინააღმდეგ; ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები. არ დაკარგოთ იმედი. საკუთარი თავისა და გარშემომყოფების დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანია, პანდემიის კონტროლქვეშ მოსაქცევად – და საბოლოოდ – მის დასასრულებლად. ჩვენ ბევრს გავუძელით, ახლა არ არის ყურადღების მოდუნების დრო“, – განაცხადა კლუგემ.