მოზარდებთან დაკავშირებით რეგულაცია და მთავარი დაცვა არის ის, რომ ოჯახის წევრები იყვნენ ვაქცინირებულები – თამარ გაბუნია

„მოზარდებთან დაკავშირებით რეგულაცია და მთავარი დაცვა არის ის, რომ ოჯახის წევრები იყვნენ ვაქცინირებულები. ეს არის ყველაზე მთავარი დაცვა ამ შემთხვევაში,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა,

მისი თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა დამატებით პედიატრიული საწოლების მობილიზება და ამ ეტაპზე, ამ მიმართულებით, პრობლემა არ არის.

„დელტა“ შტამის გავრცელებას რაც შეეხება, დიახ, „დელტა“ შტამის ცირკულაცია იმატებს და ყველა ვხედავთ ამას. გამოსავალი აქ არის ოჯახის წევრების სწრაფი ვაქცინაცია. სხვა მხრივ მოზარდი და მითუმეტეს, ჩვილი ბავშვის პრევენციის მექანიზმი სხვა არ არის, გარდა იმისა თუ არ მოხდა ოჯახის წევრების მიერ წესების დაცვა. პედიატრიული საწოლები, ჯერჯერობით, საკმარისია. ამასთან, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა დამატებით პედიატრიული საწოლების მობილიზება და ამ ეტაპზე, პრობლემა არ არის,“- განაცხადა გაბუნიამ.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password