ოპოზიციამ რამე უნდა მოიფიქროს, მარტივი არ არის გასცდე კახა კალაძეს და გოლი გაიტანო – იაგო ხვიჩია

„გირჩს“ არ ეყოლება თავისი კანდიდატი, ჩვენ არ ვართ მზად იმისთვის, რომ მერის არჩევნები მოვიგოთ, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“მე არ ვუყურებ კახა კალაძეს როგორც კორუფციონერს და დამნაშავეს. ნებისმიერ შემთხვევაში ვინც არ უნდა დაასახელოს ოპოზიციამ კახა კალაძე იქნება ძალიან სერიოზული კონკურენტი ნებისმიერი ნებისმიერი ჩვენთაგანის, ოპოზიციიდან. რამე უნდა მოიფიქროს ყოველ შემთხვევაში, მარტივი არ არის გასცდე კახა კალაძეს და გოლი გაიტანო,” – განაცხადა “გირჩის” თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ.

“ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატს დღეს ოფიციალურად წარადგენს.