როცა ეს ქელეხი და ქორწილები ტარდება, მიდით და დააჯარიმეთ ერთხელ, ორჯერ – შენ სახელმწიფო ხარ, გააკონტროლე, დასაჯე – ზაზა წერეთელი

ფაქტის კონსტატირება კი არ არის საჭირო, საჭიროა რეაგირება. როცა ვიცით, რომ არის ქორწილები – ნუ გადაახდევინებთ, – ასე ეხმაურება  ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი “დღის კურიერის” ეთერში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც იმნაძე აცხადებს, რომ „დღეს უკვე ქელეხები მსხვერპლშეწირვას ემსგავსება”.

ზაზა წერეთელი  ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ქელეხებისა და ქორწილების გამართვისას პირები ერთხელ, ორჯერ დაჯარიმდნენ, რომ შემდგომზე მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს.

„როცა ეს ქელეხი ტარდება, მიდით და დააჯარიმეთ. ფაქტის კონსტატირება კი არ არის საჭირო, საჭიროა რეაგირება. როცა ვიცით, რომ არის ქორწილები – ნუ გადაახდევინებთ. იხდიან? მიდით და დააჯარიმეთ. ერთხელ დააჯარიმებთ, ორჯერ დააჯარიმებთ, ისინი აღარ გააკეთებენ ამას.

მე ვიცი, რომ იქ წესი ირღვევა, ეს ნიშნავს, რომ მე და თქვენ ცოტა ზერელედ შევხედავთ მერე იმიტომ, რომ იციან, მაგრამ არაფერს არ აკეთებენ. შენ სახელმწიფო ხარ, გააკონტროლე, დასაჯე. უნდა დასაჯო იმიტომ, რომ ახლა ჩვენ გვაქვს ომი ვირუსთან,” – განაცხადა ზაზა წერეთელმა.