დავით ზალკალიანი: როგორც არასდროს, გვჭირდება კონსოლიდაცია, გაერთიანება და პოლარიზაციისა და რადიკალიზმის დასრულება

ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება სტაბილურობა. ქვეყნის სტაბილური განვითარება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ჩვენ სანუკვარი მიზანი, რაც დაკავშირებულია ევროკავშირის საბოლოო წევრობასთან და 2024 წელს განაცხადის გაკეთებასთან, შესრულდეს, – ამის შესახებ დავით ზალკალიანმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.​

​„როგორც არასდროს, გვჭირდება კონსოლიდაცია, გაერთიანება და იმ პოლარიზაციისა და რადიკალიზმის დასრულება, რაც ასეთი ხშირია დღეს ჩვენს პოლიტიკაში. ამას სჭირდება ყოველდღიური საქმიანობა არა მხოლოდ მთავრობის, მთლიანად საზოგადოების. გაერთიანება არის საჭირო, თუნდაც ერთმანეთისგან განსხვავებული ხედვების მქონე პოლიტიკური პარტიების. ვინც ამბობს, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის მთავარი, აქ ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ. ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ გვჭირდება ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია, ჩვენს მოქალაქეებთან მეტი კომუნიკაცია, რაც მას გავუზიაროთ ის, თუ რა სიკეთეები მოაქვთ ჩვენს საბოლოო წევრობას“, – განაცხადა დავით ზალკალიანი.