ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ყველას კარგად გვესმის, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარების განმსაზღვრელია

ჩვენ ყველას კარგად გვესმის, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც არის განმსაზღვრელი ჩვენი ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარების. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთაწმინდაზე, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის დასახელების ცერემონიალზე განაცხადა.

„ყოველი არჩევნები არის განმსაზღვრელი ჩვენი შვილების მომავლის. არჩევნებში მონაწილეობით ჩვენი თითოეული მოქალაქე დება თანამონაწილე ჩვენი აწმყოსი და მომავლის. ამიტომ, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც არის განმსაზღვრელი ჩვენი ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარების. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

ჩვენს ოპონენტებსა და დაპირისპირებულ მხარეს, სამწუხაროდ, ჩვენდა საუბედუროდ, არ აქვთ რეალური დღის წესრიგი. მათი მთავარი ამოცანა ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, მუდმივი არეულობა და ქაოსია. ჩვენი ხელწერა, „ქართული ოცნების“ არის მშვიდობის, განვითარების, სტაბილურობის ხელწერა. ამის ნათელი მაგალითია, ის მასშტაბური სამუშაოები, რომელიც დედაქალაქში ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ლიდერმა კახა კალაძემ განახორციელა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.