კახა კალაძემ ჟურნალისტებს – ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ, გირტყამდათ, აზიანებდა ქვეყნის განვითარებასა და ხვალინდელ დღეს

ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ თქვენ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებასა და ჩვენს ხვალინდელ დღეს, – ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებს  ივლისს, დედაქალაქში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას.

როგორც აღნიშნა, ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს.

„მინდა, ასევე მოგესალმოთ მედიის წარმომადგენლებს და მოგმართოთ, როგორც მერობის კანდიდატმა, როგორც მოქმედმა მერმა, მმართველი გუნდის წევრმა, როგორც მოქალაქე კახა კალაძემ და კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ქალაქში სამწუხაროდ, 5 ივლისს განვითარდა.

რასაკვირველია, ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს და ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ თქვენ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებასა და ჩვენს ხვალინდელ დღეს. ეს დასჯადი ქმედებაა და ეს ყველაფერი სამარცხვინოა.

არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ჩვენ საზოგადოებაში. ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო. ამიტომ, როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ჩემი, თქვენი და ყველას სურვილი უნდა იყოს ერთი – დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.