ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენს ოპონენტებს, სამწუხაროდ, არ აქვთ რეალური დღის წესრიგი, მათი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, მუდმივი არეულობა და ქაოსი

ჩვენს ოპონენტებს და დაპირისპირებულ მხარეს სამწუხაროდ, ჩვენდა საუბედუროდ, არ აქვთ რეალური დღის წესრიგი. მათი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, მუდმივი არეულობა და ქაოსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელწერა არის მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ხელწერა.

„ჩვენს ოპონენტებს და დაპირისპირებულ მხარეს სამწუხაროდ, ჩვენდა საუბედუროდ, არ აქვთ რეალური დღის წესრიგი. მათი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, მუდმივი არეულობა და ქაოსი. ჩვენი, „ქართული ოცნების“ ხელწერა არის მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების ხელწერა. ამის ნათელი მაგალითია ის მასშტაბური სამუშაოები, რომელიც დედაქალაქში განახორციელა ჩვენი გუნდის გამორჩეულმა ლიდერმა კახა კალაძემ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.