ირაკლი ზარქუა – კახა კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს და ვერც ეყოლება

კახა კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს და ვერც ეყოლება. კონკურენტად ნიკა მელია იქნება თუ ელენე ხოშტარია, ეს დროის ნაყვაა – თუ ერთი ადგილი აქვთ, პარლამენტში არიან და საკუთარი ამომრჩევლის ხმა გააჟღერონ, – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას შეფასებით, კალაძის კონკურენტი დედაქალაქის წინაშე არსებული გამოწვევებია.

„ოთხი წლის განმავლობაში საქმიანობით კახა კალაძემ შექმნა ის, რომ ახალი გენერალური გეგმით დედაქალაქს 4-მილიონი კვადრატის გამწვანება შემატა. სატყეო ზონა, რომელიც გიგი უგულავას რუკიდან გამქრალი ჰქონდა, 138 ჰექტარი დედაქალაქს დაუბრუნა, სადაც ვერც ერთი კორპუსი ვერ აშენდება. განახორციელა სატრანსპორტო, მათ შორის ტაქსების რეფორმა. ყველაფერი კეთდება, რომ კომფორტული იყოს დედაქალაქში გადაადგილება. ჩვენი მერობის კანდიდატის კონკურენტი ის გამოწვევებია, რაც დედაქალაქს აქვს. არის დაუმთავრებელი მშენებლობები, თუმცა იცით, რომ მოგვარდა “სვეტისა” და “ოლიმპიური ვარსკვლავის” პრობლემა, გვარდება “ცენტრ პოინტის” დაზარალებულთა პრობლემა. ეს ის გამოწვევებია, რომელსაც კალაძე ოთხ წელში მაგარ გუნდთან ერთად გამოასწორებს და ბოლომდე მიიყვანს”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.