თამარ გაბუნია: ჯერჯერობით შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი არ არის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ შეზღუდვებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი ჯერ არ არის.

,,ჯერჯერობით შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი არ არის. ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი აქცენტი კეთდებოდა შეზღუდვების წინააღმდეგ მოსახლეობის მხრიდან.

სოციალური და ეკონომიკური ფონი არის საკმაოდ მძიმე, რაც ტოტალური ლოქდაუნის შესაძლებლობას ჩვენ ძნელად მოგვცემს და ამისი აუცილებლობა დღეს არც არის იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს ვაქცინაციის შესაძლებლობა,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.