ამირან გამყრელიძე – არცერთ შეკრებაზე აუცრელი ადამიანი არ უნდა იყოს დაშვებული – დღეს მე თვითონ მოვედი ჩემი აცრის სტატუსით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიის შესაჩერებლად აუცილებელია აცრა და შესაბამისი წესების დაცვა.

მისი თქმით, არცერთ შეკრებაზე აუცრელი ადამიანი არ უნდა იყოს დაშვებული.

„ყველა ვინც აცრილები არ ბრძანდებით, წაბრძანდით და აიცერით, სულ ყველა.  არცერთ შეკრებაზე აუცრელი ადამიანი არ უნდა იყოს დაშვებული. დღეს, მე თვითონ მოვედი ჩემი აცრის სტატუსით, რომ არ დამერღვია წესი. თუ ყველა მოქალაქე აიცრება და არ დაარღვევს წესებს, რომელიც რეკომენდებული და დანერგილია, დარწმუნებული იყავით, რომ პანდემიას შევაჩერებთ,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა  2415 ახალი  შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი. მედიკოსები საქართველოში არსებულ საგანგაშო მდგომარეობაზე საუბრობენ და მოსახლეობას დროულად აცრასა და უსაფრთხოების წესების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებენ.