სახელმწიფო უწყებების შენობებთან განთავსებული დროშის დაზიანებისთვის 1 000-ლარიანი ჯარიმა დაწესდება

1 000-ლარიანი ჯარიმა დროშის დაზიანებისთის – სახელმწიფო უწყებების შენობებთან განთავსებული ევროკავშირის, ევროკავშირის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებაზე, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ფულადი სანქციები დაწესდება.

პარლამენტის თავმჯდომარე ,კახა კუჭავა ოპოზიციური ფრაქციების ლიდერებს საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს გააცნობს.

კანონპროექტის პირველადი ვერსიის გათვალისწინებით, დროშის დაზიანებისთვის 1 000-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული. იმავე პირის მიერ განმეორებითი ქმედების განხორციელების შემთხვევაში, მოსამართლეს ექნება დისკრეცია, ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენოს. კანონპროექტის ინიცირება რიგგარეშე სხდომების ფორმატში იგეგმება.