ამირან გამყრელიძე – საქართველოში „ინდური შტამით” ინფიცირებულია 30-40% – ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ძალიან სწრაფად იზრდება

„დღევანდელი ეპიდსიტუაციის გაუარესებას გააჩერებს ორი რამ – წესების დაცვა, თავი შევიკავოთ ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე, დიდ დაბადების დღეებზე, კონცერტებზე მისვლისგან და ყველანი ავიცრათ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ინდური შტამით ინფიცირებულთა მაჩვენებელი ძალიან სწრაფად იზრდება.

ყველა მოვდუნდით, საზოგადოება მოეშვა. უნდა ვიყოთ მეტად სოლიდარული, რადგან ეპიდვითარების გაუარესება ასე თუ გაგრძელდა, დაავადებათა კონტროლი შევა საბჭოში რეკომენდაციით მეტი გამკაცრების მოთხოვნასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე წითელ ხაზებს ვკვეთთ. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსით სიკვდილიანობი მაჩვენებელი მაღალია. ბავშვებში ინფიცირების მატებაა, თუმცა პროცენტული მაჩვენებლებით დიდი ნახტომი არ გვაქვს,

„დელტა შტამით ინფიცირებულია 30-40% და ძალიან სწრაფად იზრდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.