ბადრი ჯაფარიძე – „ქართული ოცნება“ გონს თუ არ მოეგება, პარტნიორი ქვეყნებისგან შეფასებები კონკრეტულ ნაბიჯებად გარდაიქმნება

პარტნიორი ქვეყნის მხრიდან კრიტიკის ისეთ ნიაღვარს ვერ ვიხსენებ, რასაც „ქართული ოცნება“ დღეს იღებს და როგორ არაადეკვატურ რეაგირებას ახორციელებს, – ამის შესახებ „ლელოს“ წარმომადგენელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი სასწორზე აგდებს პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობას, რაც უპასუხისმგებლო ქცევაა.

„ეს არის ცეცხლთან თამაში, სრულიად უპასუხისმგებლო ქცევაა, როცა მმართველი ძალა სასწორზე აგდებს პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობას, რათა როგორმე შეინარჩუნოს სრული კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე და პასუხი არ აგოს იმაზე, რომ მიმდინარეობდა 5 ივლისს სისტემური ორგანიზებული დევნა მედიაზე. „ქართული ოცნება“ გონს თუ არ მოეგება და ადეკვატურ ნაბიჯებს არ გადადგამს, რა თქმა უნდა, ეს შეფასებები კონკრეტულ ნაბიჯებად გარდაიქმნება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.