გიგა ბოკერია – მერობის და საკრებულოს თავჯდომარეეობის კანდიდატებზე საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოება ორ დღეში გაიგებს

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით,  მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოება ორ დღეში გაიგებს.

ბოკერიას თქმით, მის პარტიას თვითმმართველობის არჩევნებზე როგორც თბილისში, ისე საკვანძო ქალაქებში მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე კოორდინირება და შეთანხმება აუცილებლად მიაჩნია.

„აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“, ჩვენ პოლიტიკურ გუნდს, კოორდინირება და შეთანხმება ამ არჩევნებზე როგორც თბილისში, ისე საკვანძო ქალაქებსა და რაიონებში მერობის კანდიდატებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებზე. ჩვენი აზრით, დაგვიანდა ამ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე კიდევ უფრო გვიან, ან არასდროს.

ამიტომ, იმედი გვაქვს და ასე გვაქვს დაგეგმილი, რომ სულ ორიოდე დღეში ყველა ამ კითხვაზე იქნება გაცემული პასუხი. ნიკა მელია და ელენე ხოშტარია აბსოლუტურად ლეგიტიმურად განიხილებოდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და საბოლოო გადაწყვეტილებას ყველას მოგახსენებთ ორიოდე დღეში”, – განაცხადა ბოკერიამ.