ელისაშვილი – დაშლილი ვართ ოპოზიცია, ვლანძღავთ ერთმანეთს და რა ნამუსით უნდა გვთხოვონ რომელიმე კანდიდატს მხარი დავუჭიროთ, 6 თვე გვლანძღავდნენ –  საერთო გეგმებში მონაწილეობას არ ვაპირებთ

თბილისის მერობის კანდიდატმიუხედავად იმისა, რომ მე და ნიკა მელია შევრიგდით და გავერკვიეთ, ეს არ აისახება „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – „ნაციონალურ მოძრაობაზე“ აზრი არ შემიცვლია, ამ ხალხთან თანამშრომლობა არ შეიძლება, ისინი არიან ამრევები და მარტო რევოლუციაზე მოფიქრალები, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „მოქალაქეები“ ოპოზიციის საერთო კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ.

„ნიკა მელიას მხარს არ დავუჭერთ და „ნაციონალურ მოძრაობასთან” არანაირ გაერთიანებებში და საერთო გეგმებში მონაწილეობას არ ვაპირებთ, ეს თუ უნდოდათ, ცოტა წინ გაეხედათ და ნუ იქნებოდნენ ისეთი მოკლემხედველები, როგორებიც იყვნენ. ჩვენ ვეუბნეოდით ზუსტად ამას, რომ მოლაპარაკების მაგიდიდან წამოვიღოთ მაქსიმუმი, შევიდეთ პარლამენტში და იქ დავანთოთ ცეცხლი, დავორგანიზდეთ თბილისის მერობის საერთო კანდიდატზე, საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე და დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებში-თქო. ყური არ გვიგდეს, მაგრამ ახლა იგივე ხდება და იგივე ხდება უკუღმა, დაშლილი ვართ ოპოზიცია, ვლანძღავთ ერთმანეთს და რა ნამუსით უნდა გვთხოვონ რომელიმე კანდიდატს მხარი დავუჭიროთ, მათ როგორ უნდა გვთხოვონ, ვინც 6 თვე გვლანძღავდნენ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის მიერ მელიას თბილისის მერობის კანდიდატად დასახელება ნიკასთვის იქნება მძიმე, რადგან წაგების შემთხვევაში თვითონ დაზიანდება.

„მერიას მხრიდან მერობის კანდიდატად დასახელება იქნება მისთვის იქნება მძიმე,რადგან წაგების შემთხვევაში (ამის ალბათობა დიდია) ძალიან დაზიანდება თავად ნიკა მელია, ისედაც დაზიანებულია ციხის, დაკავების და შესვლა შემოსვლის შედეგად. ელენე ხოშტარიას კი რამდენად ესმის ქალაქის პრობლემები ეგ ცალკე საკითხია“, – აღნიშნა ელისაშვილმა.