პაატა მანჯგალაძე: კახა კალაძის მთავარი დაპირება იყო „სიცოცხლით სავსე ქალაქი“  მის დასახელებამდე რამდენიმე დღით ადრე – სიცოცხლე დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ

ნებისმიერი კანდიდატი ფასდება 2 კრიტერიუმით – რა დაპირებები გასცა თანამდებობაზე ყოფნის დროს და რა შეასრულა და რა პოზიტიურ, გაკეთებულ საქმეებს უკავშირდება ეს ადამიანი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პარლამენტარმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„კახა კალაძის მთავარი დაპირება იყო სიცოცხლით სავსე ქალაქი და ჩვენ ვნახეთ, რომ მის დასახელებამდე რამდენიმე დღით ადრე სწორედ ადამიანის ფუნდამენტური უფლება – სიცოცხლე დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. ამაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ კახა კალაძე, არამედ მთელი „ქართული ოცნების“ გუნდი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password