პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი – 1970
წელს დაბადებული ტ. პ. და 1994 წელს დაბადებული ი.პ. დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და სხვისი ნივთის დაზიანება ედებათ ბრალად.

,,ტ.პ.-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება, ხოლო 1994 წელს დაბადებული ი.პ. სამართალდამცველებმა სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც ამ დროისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულმა, 1992 წელს დაბადებულმა ე.ა.-მ მარნეულის მუნიციპალიტეტში 2 პირი მოკლა და 2 პირის მკვლელობას შეეცადა, მოკლულთა ახლობლები – ტ.პ. და ი.პ. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მივიდნენ. ტ.პ.-მ ნიჩბის გამოყენებით ე.ა.-ს მამას სხეულზე დაზიანებები მიაყენა, ხოლო ი.პ.-მ მისი ოჯახის
კუთვნილი ორი ავტომობილი დააზიანა.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს,”-  ნათქვამია განცხადებაში.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password