საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 410 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 410 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 656 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 704, „პისიარ“ ტესტით – 15 952.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,17%, ბოლო 14 დღის – 5,25%, ბოლო შვიდი დღის – 5,78%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 395 621 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 369 483 გამოჯანმრთელდა, 5 636 კი, გარდაიცვალა.