გიორგი ფხაკაძე – ყინული დაიძრა! სწორი გადაწყვეტილებაა!

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში 16 წლიდან “ფაიზერით” ვაქცინაციის დაწყებას დადებითად აფასებს.

როგორც ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, ამ გადაწყვეტილებით “ყინული დაიძრა.”

„ყინული დაიძრა. სწორი გადაწყვეტილება არის. იმედია სხვა სწორი გადაწყვეტილებები წამოვა. დასაკარგი დრო არ არის. ჯანმრთელობას გისურვებთ, “- წერს გიორგი ფხაკაძე.

შეგახსენებთ, ვაქცინაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო,, რომლის მიხედვითაც საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა 16 წლიდან იქნება შესაძლებელი.