ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტზე ჯონ ბასი წარადგინა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე  საქართველოში ყოფილი ელჩი ჯონ ბასი წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

ჯონ ბასის კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს.

ჯონ ბასი კარიერული დიპლომატია, რომელიც იყო აშშ-ის ელჩი ავღანეთში (2017-2020) და თურქეთში (2014-2017). ის საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტს 2009-2012 წლებში იკავებდა.