ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა 16 წლიდან იქნება შესაძლებელი

მინისტრის ბრძანებით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა 16 წლიდან იქნება შესაძლებელი.

შესაბამისი ცვლილება „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დღეს შეიტანა.

კერძოდ, საქართველოში „ფაიზერის“ შემთხვევაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში. აცრების კურსი შედგება ორი ინიექციისაგან და მეორე დოზა უნდა გაკეთდეს იმავე ვაქცინით 21 დღის შემდეგ.

„აცრა ტარდება 16 წლისა და ზედა ასაკის პირებში, აცრების კურსი შედგება ორი ინიექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს, სულ მცირე, 21 დღეს; ვაქცინაციის კურსის დასრულების მიზნით, მეორე დოზა უნდა გაკეთდეს იმავე ვაქცინით 21 დღის შემდეგ“, – აღნიშნულია ბრძანებაში.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password