„დასაჯეთ მოძალადეები“ – ჟურნალისტებმა პლენარულ სხდომაზე ბანერი გადმოფინეს

„დასაჯეთ მოძალადეები“ – ამ წარწერით ჟურნალისტებმა პარლამენტის  პლენარულ სხდომაზე ბანერი გადმოფინეს.

მათ  კიდევ ერთხელ მოითხოვეს მათზე მოძალადე პირების დასჯა.

მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ასევე მათი გარდაცვლილი კოლეგის, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ფოტოები მიიტანეს.