ბათუმში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მეორე სართულიდან გადახტა

ბათუმის ბულვარში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული ერთ-ერთი შენობის მეორე სართულიდან გადახტა.

მას დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში მაინც გადაიყვანა. მას სავარაუდოდ თვითდაზიანებები აქვს მიყენებული.

შსს-ში “ჯიემთივის” მომხდარი ფაქტი არაოფიციალურად დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში სამართალდამცველთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

შეგახსენებთ, საზარელი მკვლელობა ბათუმის ძველ ბულვარში გვიან ღამით მოხდა. 20 წლის ახალგაზრდამ 60 წლის მამაკაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობას მუცლის არეში მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.