თეა წულუკიანი ჟურნალისტებს – ღარიბაშვილი, გომელაური არ უნდა გადადგნენ – აგერ ვარ მთავრობის წევრი და თუ რამის თავი გაქვთ, გადამაყენეთ

„ტვ პირველს“ და ყველას გიპასუხებთ – რომ არ უნდა გადადგნენ ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური და მთავრობა. ისინი თქვენ უნდა გადააყენოთ, თუ რამის თავი გაქვთ, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სენაკში ყოფნისას ფონდ „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებული თეატრის გახსნისას ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რისი დასრულების შემდეგაც იქნება უპრიანი პასუხისმგებლობაზე საუბარი.

„რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობა დადგინდება გამოძიების შედეგად. ექსპერტიზის პირველადი შედეგები აჩვენებს, რომ სავარაუდოდ არავითარი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი 5 ივლისსა და გარდაცვალების ფაქტს შორის არ უნდა არსებობდეს. ეს ვარაუდია, დაველოდოთ გამოძიებას და პასუხისმგებლობები შემდეგ უნდა ვეძებოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანს განმარტა თუ, „რას გულისხმობდა სიტყვებში – თქვენ უნდა გადააყენოთ, თუ რამის თავი გაქვთ“:

„აგერ ვარ მთავრობის წევრი და თუ რამის თავი გაქვთ, გადამაყენეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.