ვახტანგ მეგრელიშვილი – ცესკო-ს თავმჯდომარის ექვსი თვით არჩევა ნიშნავს, რომ ეს იქნება ერთჯერადი არჩევნების ჩამტარებელი ადამიანი, რომელზეც პასუხისმგებლობას იღებს „ქართული ოცნება“

„ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ის ნაწილი გამოიყენოს, რომელიც გულისხმობს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატის ექსკლუზიურად დანიშვნას ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე, თამაშის რეალური შინაარსი გვესმის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, განხილვები მიმდინარეობდა და „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან კონსულტაციებიც არ უცდია.

„მმართველ პარტიას გადაწყვეტილი აქვს, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ის ნაწილი გამოიყენოს, რომელიც გულისხმობს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატის ექსკლუზიურად დანიშვნას ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე. ამის შესაძლებლობა არსებობს იმ რაოდენობის ხმებით, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს და მას ამ პროცესში არ სჭირდება ოპოზიციის დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განხილვები მიმდინარეობდა და „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან კონსულტაციებიც არ უცდია. ექვსი თვით ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა ნიშნავს, რომ ეს იქნება ერთჯერადი არჩევნების ჩამტარებელი ადამიანი, რომელზეც პასუხისმგებლობას იღებს „ქართული ოცნება“, ეს არის ვერდიქტი ამ გადაწყვეტილების“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ისევ ვერ მიიღეს.