სალომე სამადაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ცესკო-ს თავმჯდომარედ მისთვის სანდო კანდიდატი დანიშნოს – მოადგილე იქნება ოპოზიციის წარმომადგენელი

ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ცესკო-ს თავმჯდომარედ დანიშნოს არა კონსენსუსით არჩეული, არამედ მისთვის სანდო კანდიდატი.

„სურვილი იყო, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე აღჭურვილი ყოფილიყო საზოგადოების ნდობით და კანდიდატი კონსენსუსის საფუძველზე აგვერჩია, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, მისთვის სანდო კანდიდატი დანიშნოს. წარმოდგენილ კანდიდატებს არ ენდობიან არასამთავრობოები და მათ მხარს არ დავუჭერთ.

ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე იქნება ოპოზიციის წარმომადგენელი და საარჩევნო რეფორმაში განხორციელებული სხვა ცვლილებები იმის თქმის საშუალებას მაძლევს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ქართველ ხალხს აღვუდგენთ სამართლიანი და ობიექტური არჩევანის უფლებას“, – განუცხადა სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ისევ ვერ მიიღეს.