ვახტანგ გომელაური – გუნდი თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ თანამდებობა დავტოვო, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას დავემორჩილები

თუ პოლიტსაბჭო, პოლიტიკური გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მე თანამდებობა უნდა დავტოვო, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას დავემორჩილები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

გომელაურის განცხადებით, 5-6 ივლისის მოვლენების გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს „ქართული ოცნების“ გუნდი წყვეტს.

„დიდ პატივს ვცემ ელჩების, დიპლომატიური კორპუსის აზრს. მე მათ შევხვდი. მნიშვნელოვანია მათი განცხადებები. ჩვენ ვნახეთ მათი განცხადება და მეორე დღესვე რა კითხვებიც იყო, ამომწურავი პასუხი გავუგზავნეთ. ჩვენი უწყება ყოველთვის ღიაა, რომ მობრძანდნენ, რომ შევხვდეთ, კითხვებზე პასუხები გავცეთ და რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობის აღებას, ეს პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს ჩვენს გუნდს, იქიდან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ, პირველ რიგში, დაისაჯოს ყველა, ვინც ჩაიდინა ძალადობა ჟურნალისტებზე და არამარტო, ასევე პოლიციელებზე, იყოს იქ რამდენიმე მოქალაქის თემა.

თქვენ თუ გულისხმობთ ჩემს გადადგომას და თანამდებობის დატოვება-არ დატოვების თემას, გვყავს პრემიერი, პოლიტსაბჭო და არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მე უნდა დავტოვო თანამდებობა თუ არა, მე სწორად ვიმოქმედე თუ არა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ შემთხვევაში 5-6 ივლისის ფარგლებში, თუ არა.

აქედან გამომდინარე, მოხდება უკვე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, მე უნდა დავტოვო თანამდებობა თუ არა. თუ მიიღებს გუნდი გადაწყვეტილებას, რომ მე თანამდებობა უნდა დავტოვო, რა თქმა უნდა, გუნდის გადაწყვეტილებას დავემორჩილები“,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password