ზუგდიდში სროლის დროს ერთი ადამიანი დაიჭრა, მეორე კი გარდაიცვალა

ზუგდიდში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე სროლა იყო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. სროლის შედეგად დაჭრილია ორი ადამიანი.

მოგვიანებით, დაჭრილიდან ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ხოლო მეორე „112“-ის ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, დაზარალებული მამა-შვილია.