გამყრელიძე ჟურნალისტს – ჩემს ადგილს შემოგთავაზებთ. გინდათ? თქვენ თუ ძალიან გინდათ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი იყოთ, ისწავლეთ, რამდენიც მე ვისწავლე და სიამოვნებით

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორობა თქვენ თუ გინდათ, ისწავლეთ, რამდენიც მე ვისწავლე და სიამოვნებით, – ასე მიმართა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტს, რომელმაც დღეს გამართულ ბრიფინგზე მას შეკითხვა დაუსვა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ვაქცინების ჩამოსვლის შემდეგ, გამყრელიძე თანამდებობის დატოვებას აპირებდა.

„ეგეთი რამე ვთქვი? ჩემზე ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. თქვენ თუ ძალიან გინდათ, ჩემს ადგილს შემოგთავაზებთ. გინდათ? ახალგაზრდა კაცი ხართ, ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ ჩემ ადგილზე. თქვენ თუ ძალიან გინდათ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი იყოთ, ისწავლეთ, რამდენიც მე ვისწავლე და სიამოვნებით, თუ ძალიან გინდათ ჩემი გადადგომა“, – მიმართა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტს.

ამასთან, ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ექიმია, გამყრელიძემ აღნიშნა: „ექიმი ხართ? მით უმეტეს, გეტყვით მაშინ, რამდენი კურსი უნდა გაიაროთ, რამდენი უნდა ისწავლოთ კიდევ და სიამოვნებით. თუ გინდათ, მიგიღებთ სტაჟირებაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრში. თუ მოგეწონათ, მერე დაგითმობთ ჩემ ადგილს“, – თქვა გამყრელიძემ.