ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსულ დაავადებას რთული მიმდინარეობა აქვს – მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გაზრდა

„ჩვენ კვლავ დავუბრუნდით იმ მენეჯმენტსა და მართვის ღონისძიებებს, რომელიც მეორე ტალღის დროს გვქონდა”, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა,

მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ, უკვე 391 ათასზე მეტი ჩატარდა. აქედან 255 ათასზე მეტი ადამიანი ერთი, ხოლო 236 ათასზე მეტი – ორი დოზითაა აცრილი.

„15 ათასზე მეტი ადამიანი ბინაზე იმართება. კლინიკურ სასტუმროში მოთავსებული გვყავს 1 400 ადამიანზე მეტი, ხოლო საავადმყოფოში 4 700 ადამიანი მკურნალობს, საიდანაც, 937 არის ინტენსიურ საწოლზე, ხოლო 205 – რეანიმაციულზე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ დაავადებას რთული მიმდინარეობა აქვს. მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გაზრდა“, – აღნიშნა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.