ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 714-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 264 პირს დაუდასტურდა, 1 665 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 25 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 2 061 შემთხვევა გამოვლინდა, 1 654 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.