ირაკლი კობახიძე – მოკლე თმა ჩემზე არ მიყვარს, თორემ ბევრს უხდება

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რატომ არ იჭრის თმას. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა.

„ასე (გრძელ თმაში) ვგრძნობ უფრო კომფორტულად თავს. მოკლე თმა არ მიყვარს. ჩემზე არ მიყვარს, თორემ ბევრს უხდება. ძალიან მარტივი საკითხია, თუმცა ხშირად საუბრობენ ხოლმე ამაზე“, – განმარტა კობახიძემ.