ბოლო ორ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა პრაქტიკულად გაორმაგდა – მინდა აღვნიშნო და სავსებით სამართლიანად, რომ ის, რაც მოხდა, არის პირდაპირი შედეგი რამდენიმედღიანი უპასუხისმგებლო აქციების – პრემიერი

ბოლო ორ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობის პრაქტიკულად გაორმაგება მოხდა. აქვე მინდა აღვნიშნო და სავსებით სამართლიანად, რომ რამდენიმედღიანი უპასუხისმგებლო აქციების შედეგიც არის პირდაპირ, ის, რაც მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა მოუწოდა მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და პასუხისმგებლობით მოეკიდონ ყველა აქტივობას და შეკრებას.

„ბოლო ორ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობის პრაქტიკულად გაორმაგება მოხდა. აქვე მინდა აღვნიშნო და სავსებით სამართლიანად, რომ რამდენიმედღიანი უპასუხისმგებლო აქციების შედეგიც არის პირდაპირ, ის, რაც მოხდა. ამ აქციების შემდეგ პრაქტიკულად ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგება მოხდა. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ გამოვიჩინოთ ყურადღება, სიფრთხილე, პასუხისმგებლობით მოვკიდოთ ჩვენს აქტივობას და ნებისმიერ შეკრებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.