ლაშას ვერცხლი ოლიმპიადაზე – შავდათუაშვილი ფინალში ონოსთან დამარცხადა

ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში იაპონელ შოჰეი ონოსთან (+73) დამარცხადა.

შეხვედრა შავდათუაშვილის შეტევებით წარიმართა, თუმცა იაპონელი მოჭიდავე თავს კარგად იცავდა. შეხვედრა დამატებით დროში ე.წ გოლდენ სქორში გადავიდა, სადაც შავდათუაშვილა 1 შიდო, ხოლო ონომ კი 2 მიიღო. ამ მცირე უპირატესობით იგებდა ქართველი მოჭიდავე, თუმცა იაპონელმა ეფექტური გდებით მაინც მოახერხა გამარჯვება.

საბოლოოდ ლაშასთვის მესამე ოლიმპიური მედალი – ვერცხლია. შეგახსენებთ, რომ ლაშამ 2012 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქრო მოიპოვა, 2016 წლის ოლიმპიადაზე – ბრინჯაო.