2021 წლის თებერვლამდე ვინც კოვიდი გადაიტანა, მათ განსაკუთრებით ვთხოვ დაიჭირონ თადარიგი – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის “დელტა” შტამის საფრთხეებზე საუბრობს და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

როგორც ექიმი სოციალურ ქსელში წერს, “დელტა” ვარიანტით რეინფიცირების რისკი გაზრდილია.

კოვიდის გადატანიდან >180 დღის შემდეგ დელტა (ინდური) ვარიანტით რეინფიცირების რისკი 1.5X გაზრდილია ალფა (ბრიტანული) ვარიანტთან შედარებით.

2021 წლის თებერვლამდე ვინც კოვიდი გადაიტანა, მათ განსაკუთრებით ვთხოვ დაიჭირონ თადარიგი ვაქცინაციაზე.

სურვილის შემთხვევაში კოვიდის დადასტურებიდან 30 დღეში შესაძლებელია ვაქცინაციის ჩატარება,”- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.