პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები აირჩია

პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურებს – ნიკოლოზ გაგუას, ეკატერინე მიქაბაძეს და ეკატერინე გალდავას მხარი დაუჭირა.

ნიკოლოზ გაგუას კანდიდატურას ხმა 79-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი – არცერთი.

ეკატერინე მიქაბაძეს მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი – არცერთი.

ეკატერინე გალდავას ხმა მისცა 82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი – არცერთი.

პარლამენტმა ნიკოლოზ გაგუა, ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად 7 წლის ვადით აირჩია.