ბადრი ჯაფარიძე – კოლეგაზე ხელის მოქნევა დასჯადი უნდა იყოს, ადამიანი აღარ შემოვიდეს ბიუროს ოთახში და არც პარლამენტის დარბაზში, გთავაზობთ, ასეთი სანქცია შემოვიღოთ

კოლეგაზე ხელის მოქნევა დასჯადი უნდა იყოს, ადამიანი აღარ შემოვიდეს ბიუროს ოთახში და არც პარლამენტის დარბაზში, გთავაზობთ, ასეთი სანქცია შემოვიღოთ, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი ქმედებების საზოგადოებაში ძალადობას ახალისებს.

„ხატია დეკანოიძეზე თავდასხმა არის გაგრძელება იმის, რაც ხდებოდა ბიუროზე და პარლამენტის დარბაზში. მათ დაინახეს, რომ მისი კოლეგები თავს დაესხნენ ხატიას, შეურაცხყოფა მიაყენეს, იყო დედის გინებაც, ათასი ყოვლად მიუღებელი ბიუროს და პარლამენტის დამოკიდებულების. როცა გარეთ ასეთ რამეს ხედავენ ადამიანები, რა თქმა უნდა, იმავეს გააკეთებენ. როგორც არ უნდა არ ეთანხმებოდე ადამიანის მოსაზრებას, მისი შეურაცხყოფა უნდა იყოს დასჯადი. მათ შორის, ბიუროს ოთახშიც და პარლამენტის დარბაზშიც. როდესაც ჩვენ არაფერი არ გვითქვამს, როგორ გაიგდეს ფეხქვეშ გიორგი ვაშაძე ხუთმა კაცმა, არც ერთი კოლეგსგან არ მინახავს ამისი შეფასება. კოლეგაზე ხელის მოქნევა იმდაგვარად უნდა იყოს დასჯადი, რომ ის ადამიანი აღარ შემოდიოდეს ბიუროს ოთახში და არც პარლამენტის დარბაზში. გთავაზობთ, ასეთი სანქცია შემოვიღოთ. გარეთ ადამიანებს თავშეკავების, მიტევების, პატიების, შერიგების მაგალითს უნდა ვაძლევდეთ, მაგრამ ვაძლევთ მაგალითს აგრესიის, თავდასხმის, შეუწყნარებლობის, განსხვავებული აზრის.

ხატიასთან მიმართებით, რაც ჩვენ ქუჩაში ვიხილეთ, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, იმის გამო მოხდა, რომ ნახეს, როგორ დაესხნენ მას თავს ბიუროს ოთახში, მიაყენეს შეურაცხყოფა, პირდაპირ გეუბნებით, ვისაც უნდა ეწყინოს, მე ასე მიმაჩნია“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.