თბილისში მძარცველმა „ვითიბი ბანკში” სავენტილაციო მილიდან შეაღწია

დღეს თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე VTB ბანკის ფილიალის გაძარცვა სცადეს. არსებული ინფორმაციით, მძარცველმა ბანკში სავენტილაციო მილიდან შეაღწია.

მას შემდეგ, რაც მძარცველი ბანკის თანამშრომელმა შეამჩნია, მას დაუდგენელი ნივთიერება შეასხა და ბანკი კვლავ იმავე გზით დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (151-ე და 19/177-ე) მიმდინარეობს, რაც მუქარას და ქურდობის მცდელობას გულისხმობს.