საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი ეწვია

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი ეწვია.

რიკ დემსი პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას ხვდება, ის ასევე გეგმავს შეხვედრებს საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობის წევრებთან.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, რიკ დემსთან ყურადღებას საქართველოში არსებულ სიტუაციაზე გაამახვილებე. კერძოდ, კი 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, შარლ მიშელის დოკუმენტზე, მოსამართლეების დანიშვნასა და საარჩევნო რეფორმაზე.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა, იუსტიციის და შს მინისტრებთან.

რიკ დემსის ვიზიტი საქართველოში 28 ივლისს დასრულდება.