“ამ ჟურნალისტს შუაზე ავჩეხავდი”- ჟურნალისტი მის მიმართ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით დაიკითხა

მთავარი არხის ჟურნალისტი თათია წოწონავა აცხადებს, რომ მის მიმართ მუქარა ხორციელდება, რის გამოც, ის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიკითხა.

წოწონავას ინფორმაციით, სოციალურ ქსელ “ტიკ-ტოკში” გამოქვეყნდა მისი ვიდეო, რომელსაც მუქარის შემცველი წარწერა აქვს.

“ჩემი ჩართვიდან ვიდეოა მოჭრილი, რომელიც ასევე გაზიარებული აქვს „ალტ-ინფოს” და ამის შემდეგ კონკრეტულ მომხმარებელს მოჭრილი აქვს ეს ვიდეო წარწერით: “ამ ჟურნალისტს შუაზე ავჩეხავდი”, ჯერჯერობით ვიდეოს ავტორი იდენტიფიცირებული არ არის”, – ამბობს ჟურნალისტი თათია წოწონავა.

ჟურნალისტმა საგამოძიებო უწყებას თავად მიმართა.საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.