კაცმა შსს-თან თავის დაწვა სცადა – მისი მდგომარეობა მძიმეა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე კაცმა თვითმკვლელობა სცადა.

მამაკაცმა ბენზინი მიიტანა და თავის დაწვა სცადა. პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოახერხეს.

ექიმის თქმით, მამაკაცს სხეულის სხვადახვა ნაწილზე დამწვრობები აქვს და მისი მდგომარეობა მძიმეა. მისივე თქმით, პაციენტი ამჟამად რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება და გადის შესაბამის მკურნალობას გადის.

“ფორმულას” ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე დღის წინ “ფორმულას” დაუკავშირდა. ის რუსთავის პოლიციის განყოფილების ერთ-ერთი თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებდა.